შალვა პაპუაშვილი – რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან საქართველოში მათი გამჟღავნებული რუპორები არიან

13:33, 08.05.2026

რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან საქართველოში მათი გამჟღავნებული რუპორები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მონტენეგროში განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ეკა გიგაურის აზრები უინტერესოა, რადგან ცნობილია, რომ ეს არის უცხოური დაკვეთა ქვეყნის დასაზიანებლად.

„„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და ეკა გიგაურმა წერონ ესტონეთის მთავრობაზე. ის არის ესტონეთში რეგისტრირებული და, დიდი ალბათობით, ასევე ესტონეთისგან დაფინანსებული ადამიანი, რომელიც თანხას იღებს უცხოეთიდან, რათა საქართველო დააზიანოს. ასე რომ, ესტონეთზე წეროს. საქართველოსთან დაკავშირებით მისი აზრები უინტერესოა, რადგან ცნობილია, რომ ეს არის უცხოური დაკვეთა ქვეყნის დასაზიანებლად. სინამდვილეში, საქმეს გვიადვილებენ – რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, ახლა რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, რადგან საქართველოში მათი გამჟღავნებული რუპორები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი