შალვა პაპუაშვილი - რამდენიმე „ენჯეო“ დაჟინებით ითხოვს არჩევის ჩახლართულ წესებს, უნდათ, არჩეული იყვნენ მათი წარმომადგენლები, ყველაფერი არის საჯარო, არგუმენტებსაც ვამბობთ და მოქალაქეები ამას ისმენენ
შალვა პაპუაშვილი - რამდენიმე „ენჯეო“ დაჟინებით ითხოვს არჩევის ჩახლართულ წესებს, უნდათ, არჩეული იყვნენ მათი წარმომადგენლები, ყველაფერი არის საჯარო, არგუმენტებსაც ვამბობთ და მოქალაქეები ამას ისმენენ

დეზინფორმაციის მცდელობაა, ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, თითქოს არჩევის წესი არის დამოუკიდებლობის მთავარი განმაპირობებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი, გენერალური აუდიტორი აირჩევა პარლამენტში უბრალო უმრავლესობით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კანდიდატის ერთპიროვნული წარდგინებით, ასე ავირჩიეთ ჩვენ აუდიტის სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი. ვინმესგან გსმენიათ კითხვა მის დამოუკიდებლობასთან, რეპუტაციასთან, პროფესიონალიზმთან დაკავშირებით? ეს არანაირ კავშირში არ არის. ისინი, ვინც მსჯელობენ, განსაკუთრებით ოპოზიციას შეეხება ეს და რამდენიმე „ენჯეოს“, ვინც დაჟინებით მოითხოვს არჩევის ჩახლართულ წესებს, რომლის შედეგიც არის ან ის, რომ საერთოდ ვერ ვირჩევთ ხოლმე ადამიანს, ან სინამდვილეში მათ რაც უნდათ, არის, რომ მათ აირჩიონ, მათი წარმომადგენლები იყვნენ არჩეული. ვიმსჯელებთ. ყველაფერი არის საჯარო. ჩვენს არგუმენტებსაც საჯაროდ ვამბობთ და მოქალაქეები ამას ისმენენ. რაც არის კარგი ქართველი ხალხისთვის, ყველაფერი გაკეთდება ისე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.