შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიციისა და რამდენიმე „ენჯეოს“ წელიწადნახევრიანი საბოტაჟის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ესეც დიდი მიღწევა იქნება
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიციისა და რამდენიმე „ენჯეოს“ წელიწადნახევრიანი საბოტაჟის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ესეც დიდი მიღწევა იქნება

წელიწადნახევრიანი საბოტაჟის მიუხედავად, რომელსაც ეწეოდა რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო,“ ევროკომისიის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე პოზიტიური გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ესეც დიდი მიღწევა იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე „ენჯეომ“ იმავე დღეს მოაწყო აქცია, როდესაც 12 რეკომენდაციის პირველი რეკომენდაცია – დეპოლარიზაცია გამოცხადდა.

„თავისთავად, პოზიტიური გადაწყვეტილება თუ იქნება, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის მხრიდან, ესეც, გარკვეულწილად, იქნება დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად წელიწადნახევრიანი საბოტაჟისა, რომელსაც ეწეოდა რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო,“ თუ შევძლებთ, რომ პოზიტიურად განვაწყოთ ევროკავშირი ამ გადაწყვეტილების მიმართ, ესეც დიდი მიღწევა იქნება. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველაფერი სცადეს – დაწყებული აქციით, რომელიც რამდენიმე „ენჯეომ“ მოაწყო იმავე დღეს, როდესაც 12 რეკომენდაციის პირველი რეკომენდაცია გამოცხადდა – დეპოლარიზაცია, საღამოს შეიკრიბა რამდენიმე „ენჯეო“ და დაიწყეს პოლარიზაციის გაღრმავება, იმიტომ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, მოითხოვეს, რომ მათ დაეკომპლექტებინათ საქართველოს მთავრობა და მათ ჰქონოდათ ვეტოს უფლება მთავრობის დაკომპლექტებაში. ეს ყველაფერი გაგრძელდა სამუშაო ჯგუფების ბოიკოტირებით, პარალელური პროცესების შექმნით, საქართველოს გაშავების კამპანიით, რომელიც ეხებოდა სანქციების გვერდის ავლის დაბრალებას, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ვითომ წამებას. გუშინაც თვითონაც განგვიცხადა, დავრდომილად წარმოჩენა მისთვისაც არ არის მისაღები, ამიტომ ეს საკითხიც დახურულია, როგორც ჩანს. ეს ყველაფერი გაიხსენეთ, ყველა ის დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოდიოდა ოპოზიციის მხრიდან და მიუხედავად ამისა, თუ იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს დიდი მიღწევა იქნება ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.