შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიცია შხამიანი თესლია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის, საკუთარი თავის წინააღმდეგაც მოქმედებს, საკუთარ თავსაც წამლავს, შხამიანი თესლისგან კეთილი ნაყოფი ვერ გაიზარდება

18:53, 06.10.2026

კვლევებით ვნახეთ, რადიკალურ ოპოზიციაში რა პროცესიცაა, მათი მხარდაჭერა გამქრალი და განულებულია. თავიანთი ამომრჩევლები მთლიანად დაკარგეს, რომლებიც 2024 წელს ჰყავდათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განცხადა.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ საზოგადოებაში ნდობა მთლიანად დაკარგა.

„ერთადერთი, დღეს, ვინც რადიკალურ ჯგუფებს ასულდგმულებს, უცხოეთია – ბრიუსელი და სხვადასხვა ჯგუფი, დაფინანსებები, რომლითაც ცდილობენ, რომ მომაკვდავ პოზიციაში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას პულსი შეუნარჩუნონ. ამიტომ ეს აგონიაა, როდესაც მიხვდნენ, რომ ყველანაირი მხარდაჭერის რესურსი სრულად გაფანტეს. რა თქმა უნდა, ახლა ერთმანეთს დაერევიან, ერთმანეთს დააბრალებენ. ეს ერთი და იგივე წრეა, ჯერ ვითომ ცალ-ცალკე არიან, შემდეგ გაერთიანდებიან ერთიან ფრონტში ხოლმე, შემდეგ იჩხუბებენ, ისევ გაიყოფიან, შემდეგ ისევ გაერთიანდებიან, ისევ იჩხუბებენ, ისევ გაიყოფიან. ეს ერთი და იგივე ციკლია, რომელშიც არიან მოქცეული მარტივი მიზეზის გამო, რომ შხამიანი თესლისგან კეთილი ნაყოფი ვერ გაიზარდება. რადიკალური ოპოზიცია შხამიანი თესლია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავის წინააღმდეგაც მოქმედებს და საკუთარ თავსაც წამლავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი