შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ტერმინი „ოლიგარქი“ შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, თავად აღმოჩნდა ოლიგარქის გავლენის ქვეშ და ამას თავად აღიარებენ
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ტერმინი „ოლიგარქი“ შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, თავად აღმოჩნდა ოლიგარქის გავლენის ქვეშ და ამას თავად აღიარებენ

რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ტერმინი „ოლიგარქი“ შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, თავად აღმოჩნდა ოლიგარქის გავლენის ქვეშ, – ამის შესახებ საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ რანაირი შინაარსიც უნდა მისცეს კანონს, ნებისმიერი კანონის მიხედვით, საბოლოო ჯამში, ისინი ოლიგარქებს აღმოაჩენენ საკუთარ რიგებში. პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ ამ მიზეზით არ წარადგინა ოპოზიციამ საკუთარი კანონპროექტი.

„პროცესის მთელ ირონიას კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ტერმინი „ოლიგარქი“ შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, თავად აღმოჩნდა ოლიგარქის გავლენის ქვეშ და ამას აღიარებენ, რაც მთავარია. ეს ხომ არ არის რაღაც, რასაც ვინმე აბრალებს, თავად აღიარებენ, რომ არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარისთვის მოპარული ფულით აქვს ქონება შეგროვებული და ამ ქონებას ისინი თავად აღიარებენ, როგორც ის ადამიანი, ასევე ოპოზიცია. აღიარებენ, რომ ის აფინანსებს მედიას, პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს არის თავად დეფინიცია ოლიგარქისა. ამიტომ, ამაში ცხოვრებისეული ირონიაა ალბათ, რადიკალური ოპოზიციის, რომ ბუმერანგივით ეს ტერმინი მიუბრუნდათ უკან. კანონთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია არათუ უკრაინულ მოდელზე ამბობს უარს, არამედ ვიცით – მათ განაცხადეს, რომ საკუთარ მოდელს წარმოადგენდნენ ამ კანონისა და ესეც არ წარმოადგინეს და ამის მიზეზი ერთია, რომ რანაირი შინაარსიც უნდა მისცენ ამ კანონს, საბოლოო ჯამში, ისინი ოლიგარქებს აღმოაჩენენ საკუთარ რიგებში, ნებისმიერი კანონის მიხედვით. ამიტომაც, არის, რომ უარი თქვეს საკანონმდებლო რეგულაციაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იქნება დისკუსია და კონსენსუსი თუ შედგება, რომ გვჭირდება კანონი, ხელისუფლება მზად არის, მიიღოს ეს კანონი.

მისივე თქმით, მთავარი, რაც მოიტანა ამ პროცესმა, არის აღიარება, რომ რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებს ოლიგარქი და არა მხოლოდ აფინანსებს, არამედ მართავს.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, თუკი ვსაუბრობთ ამ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე, არსებობს მოდელი, ყველამ ვიცით ეს მოდელი რაც არის, ახლა ვუყურებთ ოპოზიციას, რა იქნება მათი პოზიცია. კონსენსუსი თუ იქნება, რომ გვჭირდება კანონი, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ეს კანონი, ამიტომ, ვნახოთ. დისკუსია იქნება ამასთან დაკავშირებით. მთავარი, რაც მოიტანა ამ პროცესმა, არის აღიარება, რომ რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებს ოლიგარქი და არა მხოლოდ აფინანსებს, არამედ მართავს. ჩვენ ვნახეთ, რომ პარტია ჩამოშალა ლამის, რადგან ხისტად ჩაერია პარტიის შიდა მმართველობაში ოლიგარქი, ამ მავნე გავლენას უკვე ვხედავთ. მთავარი შედეგი, რაც ჩვენ უკვე დავინახეთ, ეს არის აღიარება, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ოლიგარქები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.