შალვა პაპუაშვილი – რადიკალურ ოპოზიციას და ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არც რამის გაკეთების და არც რამის გაფუჭების უნარი აქვთ, მათი დღის წესრიგი სხვისი ყურებაა

13:20, 02.09.2026

რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ყველაფერი, რაც კარგი ხდება, თავად დაიბრალოს, რადგან თვითონ კარგს ვერაფერს აკეთებენ, თუკი ვინმე რაიმის გაფუჭებას შეეცდება, ცდილობს, ამ გაფუჭებაში ჩაეწილოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიცია და ანტიკონსტიტუციურ პარტიები აბსოლუტურად განულებულია.

„რადიკალურ ოპოზიციას და ანტიკონსტიტუციურ პარტიებს რაც შეეხება, თავად არაფრის უნარი არ აქვთ, არც რამის გაკეთების და არც რამის გაფუჭების, არიან აბსოლუტურად განულებული. თუ რაიმე კარგი კეთდება, ცდილობენ, თვითონ დაიბრალონ, თუნდაც მეორად ჩარიცხვებთან, ასევე  ქონების გადასახადის ზღვრის აწევასთან დაკავშირებით. ყველაფერი, რაც კარგი ხდება, ცდილობენ, დაიბრალონ, რადგან თავად კარგს ვერაფერს აკეთებენ. თუკი ვინმე რაიმის გაფუჭებას შეეცდება, ცდილობენ, ამ გაფუჭებაში ჩაეწილონ. დღეს ოპოზიციის დღის წესრიგი სხვისი ყურებაა“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიციასთან ერთად, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამ განცხადებებიდან პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობს.

„თავად ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ამ განცხადებებიდან პოლიტიკური სარგებლის მიღებას, აჩვენებს, რომ არასწორი გზა აქვთ არჩეული. როცა ვხედავთ, რომ ის ჯგუფები, რომლებიც ქვეყანას ღალატობდნენ, ამ ქვეყანას უბედურებას აწევდნენ, დღემდე ეს პოლიტიკა აქვთ, ომის პარტია არიან. როდესაც განცხადება, ქმედება თუ შეფასება იქნება, ცდილობენ ამის გამოყენებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი