შალვა პაპუაშვილი - რაც უფრო ერთად იქნება ოპოზიცია, მით მეტად დაზიანდება, ისინი არ არიან ქართველი პოლიტიკოსები, მათთვის ავტორიტეტი არის არა ქართული საზოგადოება, არამედ სხვა საზოგადოებები
შალვა პაპუაშვილი - რაც უფრო ერთად იქნება ოპოზიცია, მით მეტად დაზიანდება, ისინი არ არიან ქართველი პოლიტიკოსები, მათთვის ავტორიტეტი არის არა ქართული საზოგადოება, არამედ სხვა საზოგადოებები

რაც უფრო ერთად იქნებიან, მით უფრო მეტად დაზიანდებიან საბოლოო ჯამში, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გაერთიანებაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრობლემა ოპოზიციაში არის არა მათ სტრუქტურაში, გაერთიანებაში, პრობლემა არის ის, რომ მათ არა აქვთ სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება, როგორიც უნდა ჰქონდეს პატრიოტ ადამიანს.

„ისინი სინამდვილეში არ არიან ქართველი პოლიტიკოსები და ეს არის პრობლემა, რასაც ჩვენ ვუყურებთ, მათთვის ავტორიტეტი არის არა ქართული საზოგადოება, არამედ სხვა საზოგადოებები. ხედავთ მათ რეაქციებს, მათ განსაკუთრებულ აღტკინებებს უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების მიმართ. ამიტომ ეს არის პრობლემა, თუ არ არიან ქართველი პოლიტიკოსები, არც უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ ქართველი ამომრჩეველი მათ მხარს დაუჭერს. რაც შეეხება გაერთიანებას, რაც უფრო ერთად იქნებიან, მით უფრო მეტად დაზიანდებიან საბოლოო ჯამში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.