შალვა პაპუაშვილი - ქუჩის გადაკეტვა მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არ არის, დარღვევაა, კანონი ვერ იქნება დისკრიმინაციული, რაღაც ეპატიოს ჟურნალისტს და ინჟინერს - არა, კანონი ეხება ყველას
შალვა პაპუაშვილი - ქუჩის გადაკეტვა მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არ არის, დარღვევაა, კანონი ვერ იქნება დისკრიმინაციული, რაღაც ეპატიოს ჟურნალისტს და ინჟინერს - არა, კანონი ეხება ყველას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აუცილებლობის გარეშე ქუჩის გადაკეტვა კანონის დარღვევაა.

პაპუაშვილის თქმით, კანონი ყველას ეხება და დისკრიმინაციული ვერ იქნება.

„თქვენი აზრით, კანონის დარღვევა არის თუ არა ოცი ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა? რაც დამოუკიდებლები ვართ, ოცი ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა ყოველთვის აკრძალული იყო. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე რომ იდგა, მისმა მთავრობამ 50 ადამიანი ქუჩის გადაკეტვის გამო დააკავა. ვთანხმდებით, რომ ქუჩის გადაკეტვა მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არ არის, დარღვევაა. მარტივი ტესტია – ისეთი რაოდენობა თუ არის ადამიანების, რომ ქუჩაზე ეტევიან, მაშინ გადაკეტვა არ შეუძლიათ. ამაზე ყველა ვთანხმდებით. ვახო სანაიას წინააღმდეგ პრეტენზია ის არის, რომ გზა გადაკეტა. თუ დევნილს აკავებენ, დევნილებზე თავდასხმაა ან ექიმებზე? შავგვრემნებზე თავდასხმაა თუ რა შუაშია ჟურნალისტობა? კანონი ეხება ყველას, რომ გზა არ უნდა გადაიკეტოს, თუ ადამიანებს შეკრება შეუძლიათ საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქნება ეს ექიმი, ვექილი, ჟურნალისტი, რა მნიშვნელობა აქვს კანონისთვის? კანონი დისკრიმინაციული ვერ იქნება, რაღაც ჟურნალისტს ეპატიოს და ინჟინერს – არა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.