შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არცერთ სხვა დედაქალაქში არ უნდა წყდებოდეს
შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არცერთ სხვა დედაქალაქში არ უნდა წყდებოდეს

ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არცერთ სხვა დედაქალაქში არ უნდა წყდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე, რომლის თანახმად, ბრიუსელს უნდა დაანახონ, რომ არსებობს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია, მათი დაფინანსებიდან გამომდინარე, ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებს.

„ვხედავთ, რომ დაფინანსების სქემები უცხოეთიდან არის აწყობილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან. ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან გვაქვს. საბოლოო ჯამში, ბოლო ათწლეულის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არცერთ სხვა დედაქალაქში არ უნდა წყდებოდეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.