შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი უკვე ჩამოყალიბებულია, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში რადიკალურ ოპოზიციას არანაირი გასაქანი არ ექნება
ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ შესრულდეს საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ. ოპოზიციას თავისი არჩევანი აქვს – ან დადგეს საქართველოს მხარეს, ან საკუთარ ვიწროპარტიულ ძალაუფლებაზე მოწყურებული იდეების მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გარკვეული პოლიტიკური აგონია, რომელიც აქვს რამდენიმე ჯგუფს, ისტერიაში ჩავარდნილი იქიდან გამომდინარე, რომ ხედავენ, ამ საკითხებზე პარლამენტი წარმატებით მუშაობს. არის საგნობრივი მსჯელობა, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებით. იმ ჯგუფებმა, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ თავდაპირველად ამ პროცესს ჩაშლიდნენ, მახსოვს, მათი თავდაპირველი მიზანი რა იყო, როცა ისინი სამუშაო ჯგუფებში არ შემოდიოდნენ და ჰქონდათ იმედი, რომ მოახდენდნენ ამ ჯგუფების დისკრედიტაციას, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინეს. დღეს ვხედავთ, რომ თავიანთი აგრესიული რიტორიკით პირდაპირ მოუწოდებენ, რომ კვლავ გადავიდეს დესტრუქციაში ოპოზიცია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის რეაქციას, რაც ყველაზე მთავარია და განმსაზღვრელია. ქართველი ხალხი ამ საკითხზე ჩამოყალიბებულია, რომ არანაირი გასაქანი რადიკალურ ოპოზიციას ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში არ ექნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.