შალვა პაპუაშვილი - ქართველებს რუსეთთან 1990-იანი წლების და 2008 წლის ომებიდან საკუთარი ბუჩა და ირპენი გვახსენდება, ჩვენც გამოვცადეთ ეს, ჩვენ, ქართველებს ძალიან კარგად გვესმის ეს ტკივილი
შალვა პაპუაშვილი - ქართველებს რუსეთთან 1990-იანი წლების და 2008 წლის ომებიდან საკუთარი ბუჩა და ირპენი გვახსენდება, ჩვენც გამოვცადეთ ეს, ჩვენ, ქართველებს ძალიან კარგად გვესმის ეს ტკივილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, უცხო არ არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან წლების განმავლობაში ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს.

ამის შესახებ პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ამ სურათების შემყურე, ჩვენ, ქართველებს, რუსეთთან 1990-იანი წლების და 2008 წლის ომებიდან საკუთარი ბუჩები და ირპენები გვახსენდება დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს ჩვენც გამოვცადეთ. ჩვენი ქალაქები და იმედებიც დაიბომბა და განადგურდა. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს, ძალიან კარგად გვესმის თქვენი ტკივილი.

თუმცა, ძვირფასო უკრაინელებო, უდიდეს ტკივილთან ერთად, ჩვენ ვხედავთ თქვენს გმირულ წინააღმდეგობას, სიმამაცეს და გაუტეხელ გულებს. ამ თავგანწირვაზე, როგორც სიმტკიცისა და გაუტეხელობის მაგალითზე, ყოველთვის მოვუყვებით ჩვენს მომავალ თაობებს. ეს განსაცდელი დროებითია. მშვიდობა მალე აუცილებლად დაისადგურებს თქვენს ლამაზ ქვეყანაში იმიტომ, რომ სიმართლე თქვენს მხარესაა.

ძვირფასო კოლეგა, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. დიდება უკრაინას, მშვიდობა უკრაინას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა რუსლან სტეფანჩუკთან ერთობლივ ბრიფინგზე.