შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნება“ არის ლიდერების გუნდი, რომელიც მნიშვნელოვან დროს საკუთარ ქვეყანას ყველაზე წინ აყენებს, ოქტომბერში კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ
შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნება“ არის ლიდერების გუნდი, რომელიც მნიშვნელოვან დროს საკუთარ ქვეყანას ყველაზე წინ აყენებს, ოქტომბერში კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ

„ქართული ოცნება“ არის ლიდერების გუნდი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მომენტში საკუთარ ქვეყანას ყველაზე წინ აყენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს.

„ბოლო პერიოდში მედია კითხულობდა, ვინ არის „ქართული ოცნების“ ლიდერი? თქვენ ვის გუნდში ხართ? პასუხი ყოველთვის ერთი მქონდა, „ქართული ოცნება“ არ არის ერთი ლიდერის პარტია (ასეთები ბევრი გვყავს და, როგორც ვატყობ, კიდევ ერთი დაგვემატება). „ქართული ოცნება“ არის ლიდერების გუნდი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მომენტში საკუთარ ქვეყანას ყველაზე წინ აყენებს. და, როგორც პოლიტიკაში ახლად შემოსული, რომელმაც პოლიტიკა გარედანაც და, ახლა უკვე, შიგნიდანაც ნახა, გეტყვით, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს. დღეს, ამ ლიდერების გუნდის გადაწყვეტილება ვნახეთ. ოქტომბერში კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

⭕ ბოლო პერიოდში მედია კითხულობდა: ვინ არის ქართული ოცნების ლიდერი? თქვენ ვის გუნდში ხართ?

👉 პასუხი ყოველთვის ერთი…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ორშაბათი, 19 აპრილი, 2021