შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც აჩვენებს, რომ შეუძლია, ცხელი, პატრიოტული გულით და ცივი, რაციონალური გონით მიიღოს გადაწყვეტილებები, ჩვენ ამის შედეგებს ვხედავთ
შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც აჩვენებს, რომ შეუძლია, ცხელი, პატრიოტული გულით და ცივი, რაციონალური გონით მიიღოს გადაწყვეტილებები, ჩვენ ამის შედეგებს ვხედავთ

ყველა ჩვენი მოქალაქე გრძნობს, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და რა იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ სხვა პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან „ქართული ოცნების“ საქმიანობა დავით აღმშენებლის მოღვაწეობას შეადარა.

„როცა ვსაუბრობთ შედარებებზე, აქ არსზე არის საუბარი და დღეს, დიახ, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც აჩვენებს, რომ მას შეუძლია, ერთი მხრივ, ცხელი, პატრიოტული გულით და ამავე დროს ცივი, რაციონალური გონით მიიღოს გადაწყვეტილებები და ჩვენ ამის შედეგებს ვხედავთ. ყველა ჩვენი მოქალაქე გრძნობს, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და რა იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ სხვა პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.