შალვა პაპუაშვილი - პროკურატურამ ფარცხალაძის საკითხზე აშშ-ს მტკიცებულებებისთვის მიმართა, მტკიცებულებები წარმოდგენილი თუ არ იქნება, აღმოჩნდება, რომ ყველა ბრალდება ფუჭია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-სგან ელოდებიან მტკიცებულებების წარმოდგენას, რის საფუძველზეც განხორციელდა ოთარ ფარცხალაძის სანქცირება.
„რაც შეეხება ფარცხალაძის საკითხს, ერთადერთი ვიცით, რომ პროკურატურამ მიმართა აშშ-ს მტკიცებულებებისთვის. ჩვენ მოველით, რომ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მტკიცებულებები წარმოდგენილი, აღმოჩნდება, რომ ყველა ბრალდება ფუჭია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-მა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შესახებ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს განაცხადა.