შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტის და მთავრობის საპარლამენტო მდივნები სამსახურებრივი მოწმობებით შემოდიან პარლამენტში, დამატებით აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი მანქანით შემოვიდნენ პარლამენტის ეზოში
შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტის და მთავრობის საპარლამენტო მდივნები სამსახურებრივი მოწმობებით შემოდიან პარლამენტში, დამატებით აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი მანქანით შემოვიდნენ პარლამენტის ეზოში

პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნები საკუთარი სამსახურებრივი მოწმობით შემოდიან პარლამენტში, მათ აქვთ დამატებითი შესაძლებლობა, საკუთარი მანქანით შემოვიდნენ პარლამენტის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამ მხრივ უფრო კომფორტული გარემოა შექმნილი და საერთოდ მოიხსნა საშვის ვალდებულება.

„ბოლო ბრძანებით, რომელიც უსაფრთხოების წესებს შეეხება, მათ შორის, საშვის წესები არის დადგენილი. საერთოდ მოიხსნა საშვის ვალდებულება. პრეზიდენტის, ისევე როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საკუთარი სამსახურებრივი მოწმობით შემოდიან პარლამენტის შენობაში და არამხოლოდ შემოდიან, მათ აქვთ დამატებითი შესაძლებლობა, საკუთარი მანქანით შემოვიდნენ პარლამენტის ტერიტორიაზე, ეზოში. ასე რომ, პირიქით, ამ მხრივ უფრო კომფორტული გარემოა შექმნილი როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის საპარლამენტო გუნდისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.