შალვა პაპუაშვილი - პრემიერმინისტრობის კანდიდატურის პრეროგატივაა საკუთარი კაბინეტის წევრების დასახელება, სპეკულაციაზე, მითქმა-მოთქმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
შალვა პაპუაშვილი - პრემიერმინისტრობის კანდიდატურის პრეროგატივაა საკუთარი კაბინეტის წევრების დასახელება, სპეკულაციაზე, მითქმა-მოთქმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

პრემიერმინისტრობის კანდიდატურის პრეროგატივაა საკუთარი კაბინეტის წევრების დასახელება. ამიტომ სპეკულაციაზე, მითქმა-მოთქმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ნიკოლოზ სამხარაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.

„ეს პრემიერმინისტრობის კანდიდატურის პრეროგატივაა. ყველამ უნდა დავუტოვოთ მას უფლება, იფიქროს და გააჟღეროს, როგორ ხედავს თავის კაბინეტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.