შალვა პაპუაშვილი – პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში პერიოდულად ვიკრიბებით, ეს არის შიდადემოკრატიული პროცესები, რომლებიც მიმდინარე საკითხებზე მსჯელობას გულისხმობს
პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში პერიოდულად ვიკრიბებით. ბოლო შეხვედრიდან საკმარისი დრო გავიდა და მნიშვნელოვანია, გვქონდეს უშუალო კომუნიკაცია, პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით გვქონდეს შეხვედრა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმაციას მიიღებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პერიოდული შეხვედრები გვქონდეს გაფართოებულ ფორმატში. უმრავლესობის სხდომებთან ერთად იმართება ხოლმე სხდომები, სადაც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ახლა იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით შეხვედრა. ეს არის ის შიდა დემოკრატიული პროცესები, რომლებიც მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მსჯელობას გულისხმობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა 17 ოქტომბერს გაიმართება.