შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკურ ბანაკებში გადარბენა-გადმორბენას არაფერი არ მოაქვს, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით, არის მცდელობა ანტურაჟის შექმნის, რომ მათ ფლანგზე რაღაც ხდება, სინამდვილეში, არაფერი ხდება
შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკურ ბანაკებში გადარბენა-გადმორბენას არაფერი არ მოაქვს, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით, არის მცდელობა ანტურაჟის შექმნის, რომ მათ ფლანგზე რაღაც ხდება, სინამდვილეში, არაფერი ხდება

სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში გადარბენა-გადმორბენას არაფერი რომ არ მოაქვს, არაერთი შესაძლებლობა გვქონდა, ამაში დავრწმუნებულიყავით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებელთან“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

„ესეც მორიგი მცდელობაა ანტურაჟის შექმნის, რომ თითქოს რაღაც ხდება მათ ფლანგზე, სინამდვილეში, საერთოდ არაფერი ხდება. ზუსტად იგივე ხდება, რაც ადრე იყო. ეს არის ნაკლები პატრიოტიზმი და ნაკლები სურვილი, რომ საქართველომ წინ წაიწიოს. სწორედ პატრიოტიზმის ნაკლებობა, საქართველოს წინსვლის საწინააღმდეგოდ სიარული არის, რაც განაპირობებს მათ ქმედებებს და რის გამოც ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს. ამ ქვეყანაში რადიკალიზმს გასაქანი არ ექნება და რა თქმა უნდა, არაპატრიოტულ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არასოდეს არ ექნება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.