შალვა პაპუაშვილი - პირველი ვიზიტი ბრიუსელში მქონდა, როგორც ჩვენს ახალ პრემიერს, სააკაშვილს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი ჰქონდა მოსკოვში, გაგახსენებთ, რომ ვიცოდეთ, ვინ სად დგას
შალვა პაპუაშვილი - პირველი ვიზიტი ბრიუსელში მქონდა, როგორც ჩვენს ახალ პრემიერს, სააკაშვილს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი ჰქონდა მოსკოვში, გაგახსენებთ, რომ ვიცოდეთ, ვინ სად დგას

პირველი ვიზიტი ბრიუსელში მქონდა, როგორც ჩვენს ახალ პრემიერ-მინისტრს. გაგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი ჰქონდა მოსკოვში, ისტორიისთვის, რომ ვიცოდეთ, ვინ სად დგას და ვინ საით იყურება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას გააკეთა.

„ხალხი, რომლის ლიდერიც მაშინ, როდესაც პრეზიდენტად იყო არჩეული, პირველ ვიზიტად მოსკოვში წავიდა, გვსაყვედურობს, ჯერ მიუნხენი იყოს თუ ბრიუსელი. ხედავთ, რამხელა განსხვავებაა?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.