შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას შევთავაზებთ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს, ომბუდსმენად არჩეული იყოს პირი, რომელიც მისაღები იქნება, როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას შევთავაზებთ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს, ომბუდსმენად არჩეული იყოს პირი, რომელიც მისაღები იქნება, როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის

პირველ სექტემბრამდე ოპოზიციას შევთავაზებთ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ომბუდსმენად არჩეული იყოს პირი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება, როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხზე დეპუტატებს თანამშრომლობა დასჭირდებათ.

„პროცედურა იქნება და საზოგადოება კანდიდატს ნახავს. საუბარი იმაზე, რომ თითქოს, დღეს ეს საკითხი გადაწყვეტილი იყოს, ეს თეორიულადაც გამორიცხულია, რადგან პარლამენტში არც ერთ პარტიას არ აქვს ის უმრავლესობა, რომ სახალხო დამცველი აირჩიოს. ამ საკითხზე დეპუტატებს თანამშრომლობა დასჭირდებათ. დაზუსტებით გეუბნებით, რომ ოპოზიციას ფორმატს შევთავაზებთ, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ თანაბრად მისაღები იყოს კანდიდატები როგორც ოპოზიციისთვის, ასევე უმრავლესობისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.