შალვა პაპუაშვილი - პიროვნული ტრაგედიებიდან დაწყებული ევროკავშირის პერსპექტივით დამთავრებული, არ არსებობს თემა, რომელზეც რადიკალურ ოპოზიციას ეუხერხულება მღელვარებისა და არეულობის გამოწვევა
შალვა პაპუაშვილი - პიროვნული ტრაგედიებიდან დაწყებული ევროკავშირის პერსპექტივით დამთავრებული, არ არსებობს თემა, რომელზეც რადიკალურ ოპოზიციას ეუხერხულება მღელვარებისა და არეულობის გამოწვევა

პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის არევის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ და პირიქით, პარლამენტის დატოვება იმას ნიშნავს, რომ ეს არის პირდაპირი განზრახვა ქვეყნის არევის. ამიტომ იყო, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საბოტაჟს უცხადებდნენ პარლამენტს და არ შემოდიოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანას არევდა.

„იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანას არევდნენ, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ამისი რესურსიც არ აქვთ, დომ ქვეყანა არიონ. ვხედავთ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენი ტალღა იყო სხვადასხვა საკითხების გამოყენების, რომ ქვეყანა არიონ. პიროვნული ტრაგედიებიდან დაწყებული ევროკავშირის პერსპექტივით დამთავრებული თემა არ არსებობს, რომელზეც რადიკალურ ოპოზიციას ეუხერხულება რომ ჩაეჭიდოს და რამენაირად ინსტრუმენტად გამოიყენოს იმისთვის, რომ მღელვარება და არეულობა გამოიწვიოს. ეს განზრახვები ჩანს და სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი ამ განზრახვებს ბოლომდე არ ემიჯნება. როცა ოპოზიცია საპარლამენტო ინსტრუმენტებს სერიოზულად მიუბრუნდა, იყო ინტერპელაცია, მინისტრის საათები. ყველა ინსტრუმენტი აქვთ რეგლამენტისა და კონსტიტუციის ფარგლებში, ახლა მათი გადასაწყვეტია, ამ ინსტრუმენტებს რამდენად გამოიყენებენ“, – განაცხადა პაპუაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ფაქტორი უნდა იყოს.

„ჩემი პირადი აზრია, ამ შემთხვევაში პარლამენტიდან გამოსვლა, ოღონდ მთლიანი ოპოზიციის. ერთი პოლიტიკური პარტიის გამოსვლა არაფერს ცვლის. მთლიანი პროდასავლური ოპოზიციის გამოსვლა იქნებოდა უკვე დემარში და ჟესტი, რომელიც დისკომფორტს მიაყენებდა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ნონა მამულაშვილი.