შალვა პაპუაშვილი – პირადობის მოწმობის გამოყენებით საქართველოსა და სომხეთს შორის გადაადგილება შესანიშნავი შესაძლებლობაა ორი მეგობარი ერისთვის, რომ უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა
პირადობის მოწმობის გამოყენებით საქართველოსა და სომხეთს შორის გადაადგილება შესანიშნავი შესაძლებლობაა ორი მეგობარი ერისთვის, რომ უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს.
„სასიხარულო სიახლე. დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის გადაადგილება პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ. ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც მეტ მოქნილობას და თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ორი მეგობარი ერისთვის, რათა უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა“, – წერს პაპუაშვილი.
ძალაში შევიდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა ბიომეტრიული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი.
Exciting news! Now, citizens from Georgia and Armenia can effortlessly travel between the two countries using their convenient ID cards, replaces the passport travel system, granting greater flexibility and freedom to explore. This is a remarkable opportunity for two friendly… pic.twitter.com/XZQq612vff
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) July 13, 2023