შალვა პაპუაშვილი - პარტიები თუ აცნობიერებენ, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა მისაღები, ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ კარგია
შალვა პაპუაშვილი - პარტიები თუ აცნობიერებენ, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა მისაღები, ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ კარგია

მოლაპარაკებების პროცესი დამოკიდებულია იმაზე, როდის გადაიფიქრებენ ჩვენი ოპონენტები და დააფასებენ ევროპელი კოლეგების ძალისხმევას, გააცნობიერებენ, რომ შეთანხმება ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტების ნაწილს არ სურს, რომ შეთანხმება შედგეს.

„ვიხილეთ, რომ ჩაიშალა წინა მედიაციის პროცესი, ვინაიდან ჩვენმა ოპონენტებმა იმ შემოთავაზებულ დოკუმენტს უწოდეს კოჭლი და ფარატინა ქაღალდი. შესაბამისად, მოლაპარაკებები დამოკიდებულია იმაზე, როდის გადაიფიქრებენ ჩვენი ოპონენტები და დააფასებენ ევროპელი კოლეგების ძალისხმევას, გააცნობიერებენ, რომ შეთანხმება ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ნაწილისთვის შეთანხმება მიზანი არ არის. პირიქით, მიზანია, რაც შეიძლება მეტი პოლარიზაცია იყოს  საზოგადოებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი ყველას მოუწოდებს, დამოუკიდებლად იმსჯელონ და გადაწყვეტილებები ისე მიიღონ.

„რაც შეეხება პარტიების მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების არგამორიცხვას, არა თუ არ უნდა გამორიცხონ, ისინი ვალდებული არიან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, სწორედაც რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ და არ აყვნენ სხვებს. დღეს თუ აცნობიერებენ, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა მისაღები, ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ კარგია. ყველას მოვუწოდებ დამოუკიდებლად იმსჯელონ და იფიქრონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი