შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში უსაფრთხოების რეჟიმი გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმით გამოირჩევა, რაც უფრო აგრესიულები იქნებიან, მეტად იქნება უსაფრთხოება
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში უსაფრთხოების რეჟიმი გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმით გამოირჩევა, რაც უფრო აგრესიულები იქნებიან, მეტად იქნება უსაფრთხოება

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების რეჟიმი გამოწვეულია იმით, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა რადიკალიზმით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციისა და „ენჯეოების“ მიერ ორგანიზებულ აქციებზე ყოველ ჯერზე ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, მათ შორის პოლიციელების წინააღმდეგ სხვადასხვა საგნის სროლა.

„ჩვენ შარშან, მარტიდან გვაქვს ცუდი გამოცდილება, რომ ოპოზიცია, რომელიც არგუმენტით ვერ ჭრის, ცდილობს, ძალით გაჭრას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლების, პარლამენტის წევრების, უსაფრთხოების დაცვის და ასევე სამუშაო გარემოს უზრინველყოფის მიზნით არის ხოლმე ასეთი რეჟიმი დაწესებული.

მოგნი, ამ დღეებმაც აჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. სამუშაო პროცესი იყო უზრუნველყოფილი და ასევე უსაფრთხოებაც შესაბამისად იყო უზრუნველყოფილი. რაც უფრო მშვიდი იქნებით თქვენ, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო. რაც უფრო აგრესიულები იქნებით და ლაპარაკის ნაცვლად, ძალადობისკენ გაიხედავთ, მეტად იქნება უსაფრთხოება. ეს ჩემი ვალდებულებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს.