შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში მუშაობა გულისხმობს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ერთობლივ მუშაობას, ახლა მნიშვნელოვანია, ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია საბოლოო შედეგამდე მივიყვანოთ
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში მუშაობა გულისხმობს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ერთობლივ მუშაობას, ახლა მნიშვნელოვანია, ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია საბოლოო შედეგამდე მივიყვანოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტში მუშაობა გულისხმობს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ერთობლივ მუშაობას და ეს არის საპარლამენტო საქმიანობის მთელი იდეა.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური რეკომენდაცია, რომელიც მიიღო ევროკომისიამ, მივიყვანოთ საბოლოო შედეგამდე, რასაც ჰქვია 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა ყველა უნდა იყოს მოწადინებული, რომ ჩვენ იმ შედეგებით, რომლებსაც მივაღწიეთ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული რეკომენდაცია, მივიდეთ 15 დეკემბრამდე და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, საქართველოს ხელისუფლება ისევე წარმატებით განახორციელებს შემდეგ ნაბიჯებს, როგორც ეს აქამდე მოხდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, და ყველა იმ ეტაპს, რომლებიც საჭიროა ჩვენი საბოლოო მიზნისთვის – ევროკავშირში წევრობისთვის, შესაბამისად გაივლის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.