შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის შენობის ფანჯრები როდესაც იმსხვრეოდა, ევროპით გულანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამაზე, კარგი იქნებოდა, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის შენობის ფანჯრები როდესაც იმსხვრეოდა, ევროპით გულანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამაზე, კარგი იქნებოდა, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს

პარლამენტის შენობის ფანჯრები როდესაც იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე, თუკი ევროპაზე სუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული, ევროკავშირის დროშა დაბრუნდება თავის ადგილზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილზე.

„რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს არასერიოზული მიდგომაა და მათ გამოვეხმაურები – როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე, თუკი ევროპაზე სუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. დროშა დაბრუნდება თავის ადგილზე.

როდესაც პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, როდესაც ჯებირები კი არა, პარლამენტის შენობის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, მაშინ ევროპით გულანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამაზე, იქნებოდა კარგი. რაც შეეხება ამ შემთხვევას, სათანადო რეაგირება იყო, შესაბამისი პირები იქნებიან პასუხისგებაში მიცემული ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.