შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, პარლამენტის უხუცესი წევრის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, პარლამენტის უხუცესი წევრის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„საქართველოს პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მისი პერსონაჟებისა და სიმღერების მიმართ სიყვარულს ქართველი ხალხი უკვე ათწლეულები ატარებს და ეს სიყვარული კიდევ ბევრი ათწლეული გაგვითბობს გულს. თანავუგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.