შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის სახელით მწუხარებას გამოვხატავ 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს.
,,საქართველოს პარლამენტის სახელით მწუხარებას გამოვხატავ 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო.
მისი გარდაცვალება კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ მძიმე პერიოდს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებულმა დაპირისპირებამ ჩვენი ისტორიის არაერთი ტრაგიკული ფურცელი დაწერა და მრავალი ადამიანის პირად ტრაგედიად იქცა.
ნემო ბურჭულაძე ჩვენს მეხსიერებაში დარჩება, როგორც მოკრძალებული და გულმხურვალე პატრიოტი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ახლობლებს. უფალმა განუსვენოს მშვიდობით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.