პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშებს მოისმენს
პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშებს მოისმენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გარდა ამისა, განიხილება კანონპროექტები, რომლებიც ნაწილია იმ პროცესის, რაც წამოწყებულია.
„კანონპროექტებს განვიხილავთ, რომლებიც ნაწილია იმ პროცესის, რაც წამოვიწყეთ, რათა ეფექტიანი მმართველობა და ეფექტიანი მართლმსაჯულება იყოს. პროცესს, რომელიც გულისხმობს არასწორი მიდგომების გამოსწორებას ქართულ კანონმდებლობაში, მიმდინარე კვირაში გავაგრძელებთ და საგაზაფხულო სესიას დავასრულებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.