შალვა პაპუაშვილი – ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე

09:26, 04.12.2025

ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ძალადობის არდაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არდაგმობა აქეზებს ტერორიზმს.

„დღეს 4 დეკემბერია. ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე. ძალადობის არდაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არდაგმობა აქეზებს ტერორიზმს. ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველოში უკვე ვნახეთ. ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი