შალვა პაპუაშვილი - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მოლაპარაკება შედეგიანი იქნება
შალვა პაპუაშვილი - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მოლაპარაკება შედეგიანი იქნება

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მოლაპარაკება შედეგიანი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ისეთი შეთავაზება გააკეთდეს, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება.

„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თავად გახლდით ეს დღეები ბრიუსელში, გვქონდა შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან და ვნახეთ, რა განწყობა იყო. განწყობა არის შემდეგი, რომ საჭიროა შეთანხმება, საჭიროა პარლამენტში მონაწილეობდეს ოპოზიცია. ამას ვხედავთ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვებშიც, როდესაც ოპოზიციის მომხრეებიც ეუბნებიან, რომ შევიდნენ პარლამენტში. ეს ვნახეთ გუშინდელ მოწოდებებშიც, ამიტომ ჩვენ შეთანხმებისთვის ღია ვართ და გვსურს, ეს შეთანხმება იყოს ყველასთვის, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შედეგიანი იქნება. „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მოლაპარაკების დროს ისეთი შეთავაზება გააკეთდეს, რომელზეც უარის თქმა ობიექტურად შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.