შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციური პარტიები არანაირ კოალიციურ მთავრობებზე არ ფიქრობენ, მათ გამოცხადებული ჰქონდათ რეფერენდუმი და დამარცხდნენ, ეს მარცხი კიდევ ერთხელ უნდა მიიღონ
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციური პარტიები არანაირ კოალიციურ მთავრობებზე არ ფიქრობენ, მათ გამოცხადებული ჰქონდათ რეფერენდუმი და დამარცხდნენ, ეს მარცხი კიდევ ერთხელ უნდა მიიღონ

ოპოზიციური პარტიები არანაირ კოალიციურ მთავრობებზე არ ფიქრობენ. თითქოს ერთმანეთთან ჩრდილოვანი მთავრობის გაფორმება სურთ, რაც არის ფარისევლობა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტურში „ქართული ოცნება“ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

„მათ გამოცხადებული ჰქონდათ რეფერენდუმი და დამარცხდნენ. ეს მარცხი კიდევ ერთხელ უნდა მიიღონ, ქართველი ამომრჩევლის ნება აღიარონ და ამ ნებას დაემორჩილონ. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, 64 მუნიციპალიტეტიდან არჩევნები პირველ ტურში 44-ში დავასრულეთ, მეორე ტურში ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ჩრდილივან მთავრობაზე საუბრობს ოპოზიცია, რომელიც რეფერენდუმს აცხადებდა, ამაში დამარცხდა და ახლა იმხელა აბსურდზე მიდიან, რომ რეფერენდუმის მეორე ტური უნდა იყოსო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.