შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოქმედებენ სხვა ქვეყნებისა და ხალხების ინტერესებით, 2024 წლის არჩევნებისთვის რაც უფრო მეტი გაერთიანება იქნება, მით ნათელი არჩევანი ექნება ამომრჩეველს
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოქმედებენ სხვა ქვეყნებისა და ხალხების ინტერესებით, 2024 წლის არჩევნებისთვის რაც უფრო მეტი გაერთიანება იქნება, მით ნათელი არჩევანი ექნება ამომრჩეველს

განსაკუთრებით ბოლო ერთმა წელმა, რაც რუსეთის აგრესიული ომი დაიწყო, თუმცა ალბათ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი საკმაოდ კრისტალიზირდა და, ფაქტობრივად, ვნახეთ, ერთ მხარეს როგორ შეიკრიბნენ ის პოლიტიკური ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, რომლებსაც აერთიანებთ ერთი პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მათთვის ამოსავალია არა საქართველოს ინტერესები, არამედ ამოსავალი წერტილია სხვა ქვეყნის ინტერესები, სხვა ლიდერების მოწოდებები.

„ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე, რომ ქართველი პოლიტიკოსები უყურებენ და ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, მოქმედებენ არა ხალხის ინტერესებით, არამედ მოქმედებენ სხვა ქვეყნებისა და სხვა ხალხების ინტერესებით. ამიტომ 2024 წლის არჩევნებს მე სწორედ ასე ვხედავ, რაც უფრო მეტი ასეთი გაერთიანება იქნება, მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს. იქნება არჩევანი პატრიოტულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებისთვისაც საქართველო არ არის არანაირი ღირებულება. მათ რომ ჰქონოდათ ერთი გრამი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტიც კი, დღეს საქართველო იქნებოდა არეულობაში. ეს აჩვენეს ყოველ ეტაპზე, განსაკუთრებით, როდესაც რუსეთმა დაიწყო ომი. თავიდანვე აჩვენეს და გახსოვთ, რას მოითხოვდა ოპოზიცია. მოითხოვდა, საქართველოს სახელმწიფოს სამხედროები გაეგზავნა ომში მოხალისეების სახით, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, სამხედრო დახმარება გაგვეგზავნა უკრაინისთვის, ამას მოითხოვდა, შემდეგ უარყოფდა, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ ეს ყველა ნაბიჯი იყო ომში ჩართვისკენ. ასე რომ, საზოგადოებამ ერთი დასკვნა უკვე გამოიტანა, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ მისი ისტორიის ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. მან არ დაუშვა არც არეულობა, არც ომი და არც ეკონომიკური კრიზისი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.