შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისგან, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსებას შავ ხვრელს ეძახის, ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით შენიშვნას ვერ მივიღებთ
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისგან, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსებას შავ ხვრელს ეძახის, ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით შენიშვნას ვერ მივიღებთ

იმ ოპოზიციისგან, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებზე თანხის გამოყოფას და დაფინანსებას შავ ხვრელს ეძახის, ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით ვერ მივიღებთ ვერანაირ შენიშვნას, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას, რა დროსაც მან ისაუბრა, თუ რა კეთდება ჯანდაცვის სფეროში. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ონკოლოგიურ პაციენტზე საშუალოდ 22 ათასი ლარი იხარჯება.

„რამდენადაც ვიცი, დღეს ონკოლოგიურ პაციენტზე საშუალოდ 22 ათასი ლარი იხარჯება და იმ ოპოზიციური ძალებისგან, რომლებიც ასეთ დაფინანსებას შავ ხვრელს ეძახიან, მორალურად მიუღებელია საერთოდ რაიმე შენიშვნა ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით“, –  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.