შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის პოლიტიკაში ყველანაირ ინტერესს ამოიკითხავ საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესის გარდა
მიუხედავად იმისა, რომელ ოპოზიციაზე არის საუბარი, ყველას აქვს ფუნდამენტური პრობლემა – ისინი გამიჯნული არიან ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციის პოლიტიკაში ყველანაირ ინტერესს ამოიკითხავ, საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესის გარდა. იქამდე, ვიდრე ისინი ამ ინტერესს არ დაუბრუნდებიან, არ აღიარებენ და საკუთარი პოლიტიკის ნაწილად არ აქცევენ, მანამდე გამორიცხულია, მათ ნებისმიერი ხასიათის წარმატება ჰქონდეთ არჩევნებში. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც არ უყურებენ და თვალს არ უსწორებენ. ისინი ნებისმიერი სხვა ქვეყნის თუ ა.შ. ინტერესებს აღიარებენ, გარდა საქართველოსა და ქართველი ხალხის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.