შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ გარე მფარველებისკენ იყურებიან და არა ამომრჩევლისკენ, ამის გამო ამომრჩეველი მათ 26 ოქტომბერს პასუხს გასცემს

13:31, 22.04.2024

ოპოზიცია იყურება გარე მფარველებისკენ და არა ამომრჩევლისკენ, ამის გამო ამომრჩეველი 26 ოქტომბერს მათ პასუხს გასცემს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სწორედ ეს არის ოპოზიციის პრობლემა.

„როგორც ჩანს, მათ საკუთარი მფარველების ერიდებათ, რომლებიც გარეთ ეგულებათ. ამიტომ ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის, რომ ისინი იცქირებიან, იყურებიან თავიანთი გარე მფარველებისკენ და არა ამომრჩევლისკენ. რა თქმა უნდა, ამის გამო ამომრჩეველი 26 ოქტომბერს მათ პასუხს გასცემს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი