შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის მხრიდან ისტერიებია, დღეს გაიხსნება თუ ხვალ მოლაპარაკებები საქართველოსთვის, ჩვენ საქმით ვაჩვენებთ, რომ ყველა მიზანს ვაღწევთ, რომელიც დავისახეთ
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის მხრიდან ისტერიებია, დღეს გაიხსნება თუ ხვალ მოლაპარაკებები საქართველოსთვის, ჩვენ საქმით ვაჩვენებთ, რომ ყველა მიზანს ვაღწევთ, რომელიც დავისახეთ

ოპოზიციის მხრიდან ისტერიებია, დღეს გაიხსნება თუ ხვალ მოლაპარაკებები საქართველოსთვის, ჩვენ საქმით ვაჩვენებთ, რომ ყველა მიზანს, რომელიც დავისახეთ, ვაღწევთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვევს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის განცხადებებს, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ სიტყვით არის პროევროპული და სინამდვილეში არცერთ ნაბიჯს ასრულებს.

„შევადაროთ, შევხედოთ, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ჩვენ დახურული გვქონდა კარი ევროკავშირში, წინ არ მიდიოდა მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმებაზე, გაჭედილი იყო ეს მოლაპარაკებები. დასავლელი პარტნიორების მხრიდან იარაღის შესყიდვაზე გვედო არაოფიციალური, არაფორმალური ემბარგო, არავინ აღარ გვაძლევდა იარაღს 2008 წლის შემდეგ და საქართველო დემოკრატიის, ადამიანის უფლებების მხრივ ჩამორჩენილი, მაჩანჩალა ქვეყანა იყო. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ ხელი მოაწერა და შეათანხმა ასოცირების შეთანხმება, მიიღო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, კანიდატის სტატუსი, განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსი ნატო-სთან. ეს ყველაფერი არის არა საუბარი, არამედ მიღწევები.

ოპოზიცია ერთადერთ რამეს აკეთებს, რამენაირად არიონ ვითარება საქართველოში. გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სურთ, დათესონ ისტერია – დღეს გაიხსნება თუ ხვალ გაიხსნება მოლაპარაკებები. ჩვენ საქმით ვაჩვენებთ, რომ ყველა მიზანს, რომელიც დავისახეთ, ვაღწევთ. ასევე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც განაცხადი ჰქონდა, რომ 2024 წელს შევიტანდით განცხადებას ევროკავშირის წვრობაზე, დღეს არის 2024 წელი, ჩვენ განაცხადიც შევიტანეთ და კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.