შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში როგორც კი დაინახავენ თემას, რომელზეც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, არასერიოზულია
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში როგორც კი დაინახავენ თემას, რომელზეც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, არასერიოზულია

თქვან ოპოზიციაში, რა ინფორმაცია სჭირდებათ და არა აქვთ, სადეპუტატო შეკითხვით იქნება თუ სხვანაირად, ამ ინფორმაციას მიიღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა მიანიშნებს ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მოუმწიფებლობაზე.

„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ზოგადად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის მოუმწიფებლობას. ხედავთ, რომ როგორც კი დაინახავენ რაღაც თემას, რომელზეც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, ეგრევე აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. შემდეგ ავიწყდებათ ხოლმე ამ კომისიის იდეა, არც გამოაქვთ პლენარულ სხდომაზე და ა.შ. არასერიოზულია. თქვან, რა ინფორმაცია სჭირდებათ მათ და არ აქვთ, სადეპუტატო შეკითხვით იქნება თუ სხვანაირად, ამ ინფორმაციას მიიღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.