შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას როცა სჭირდება, ახალი მოწვევის საკრებულოში საკუთარ უფლებამოსილებაზე საუბრობენ, როცა არ უნდათ, მაშინ გაყალბებულ არჩევნებზე
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას როცა სჭირდება, ახალი მოწვევის საკრებულოში საკუთარ უფლებამოსილებაზე საუბრობენ, როცა არ უნდათ, მაშინ გაყალბებულ არჩევნებზე

გაუგებარია, ოპოზიციის მოწყობილი აურზაური. არანაირი ძველი და ახალი საკრებულო არ არსებობს, არსებობს მოქმედი საკრებულო, 2017 წელს არჩეული საკრებულო, რომელიც დღესაც მოქმედებს ჩვეულებრივად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებთან, ქალაქების ბიუჯეტის პროექტების დამტკიცების პარალელურად გამართულ პროტესტს.

მისი თქმით, საკრებულოს მოქმედი წევრები ახორციელებენ უფლებამოსილებას, ვიდრე შეიკრიბება 2021 წლის მოწვევის საკრებულო და სამართლებრივი უფლება აქვთ, მიიღონ ბიუჯეტი.

„რაც შეეხება ბიუჯეტის დამტკიცებას, გაუგებარია აურზაური, რომელიც ოპოზიციის მოწყობილია. არანაირი ძველი და ახალი საკრებულო არ არსებობს, არსებობს მოქმედი საკრებულო, 2017 წელს არჩეული საკრებულო, რომელიც დღესაც მოქმედებს ჩვეულებრივად. ახორციელებენ უფლებამოსილებას, ვიდრე შეიკრიბება 2021 წლის მოწვევის საკრებულო. ამიტომ, მათ აქვთ სრული სამართლებრივი უფლება, მიიღონ ბიუჯეტი და ეს გახლავთ კიდევ ერთხელ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხი და საერთოდ, ცენტრალური ხელისუფლების. ჩარევა, და მათ შორის ვხედავთ, ჩვენი პარლამენტის დეპუტატებიც კი ერევიან ამ საკითხში, არ არის მართებული.

მეორე საკითხი, რაც ამ შემთხვევაში ისმის, არის ის, რომ საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდეს ოპოზიცია – აღიარებენ ისინი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, თუ არ აღიარებენ. როცა სჭირდებათ, ისინი ახალ საკრებულოებზე საუბრობენ და მათ უფლებამოსილებაზე საკრებულოში, რომელიც 2021 წლის მოწვევის საკრებულოა, როცა მათ არ უნდათ, მაშინ საუბრობენ გაყალბებულ არჩევნებზე. ამიტომ, ამ მხრივაც ჩამოყალიბდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი