შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ უარყო შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება, რომელიც 20 ივნისთან დაკავშირებით უახლოესი წარსულის გვერდის გადაფურცვლას გულისხმობდა
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ უარყო შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება, რომელიც 20 ივნისთან დაკავშირებით უახლოესი წარსულის გვერდის გადაფურცვლას გულისხმობდა

განმარტება იყო, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია და უთანხმოების გვერდზე გადადება. საჭიროა, 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს და როგორც ხედავთ, ჩვენი ოპონენტები ამ მიდგომას ეწინააღმდეგებიან, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ქმედება არასწორია და დოკუმენტის სულისკვეთებას არ პასუხობს.

„ოპოზიციამ საერთოდ უარყო შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება, რომელიც 20 ივნისთან დაკავშირებით გულისხმობდა უახლოესი წარსულის გვერდის გადაფურცვლას. ისინი დღეს პირდაპირ ამბობენ, რომ არანაირი გვერდის გადაფურცვლა არ მოხდება და ამნისტია უნდა შეეხოს მხოლოდ სამ სამართალდამცველს, მხოლოდ იმ მოძალადეებს, რომლებიც იყვნენ სავარაუდო მოძალადეებიც, აქციის მხარეს იყვნენ და პოლიციელები, რომლებზეც ახლა საქმეები მიმდინარეობს. ეს არის აბსოლუტური უგულვებელყოფა იმ სულისკვეთების, რაც დოკუმენტს ჰქონდა. განმარტება იყო, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია და უთანხმოების გვერდზე გადადება. საჭიროა, 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს და როგორც ხედავთ, ჩვენი ოპონენტები ამ მიდგომას ეწინააღმდეგებიან, ეს განსაკუთრებით, „ლელოს“ განცხადებაში მოვისმინეთ. ისინი საუბრობენ, რომ დაზარალებულის თანხმობა არის საჭირო, მაგრამ საჭიროა მხოლოდ სამართალდამცავების წინააღმდეგ არსებულ საქმეებში აქციის მონაწილეთა მხრიდან დაზარალებულების მხრიდან. რაც შეეხება აქციის იმ მონაწილეებს, რომელთაც ბრალი ედებათ ძალადობაში, ან ეს ბრალი დადასტურებულია, მათ შორის ნიკა მელიას შემთხვევაში, მათი თანხმობა საჭირო არ არის. ეს არის დაყოფა ჩემიანებად და სხვისიანებად. ისინი სამართალდამცველებს ფაქტობრივად ადამიანებად არ აღიარებენ. 50-ზე მეტი სამართალდამცავი დაზიანდა, მათ შორის ერთს ცალ თვალში მხედველობა აქვს დაზიანებული, ეს მათთვის არაფერი არ არის, ადამიანებად არ თვლიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.