შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ მიშელის დოკუმენტი დამატებითი პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ანულირება სწორი იყო
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ მიშელის დოკუმენტი დამატებითი პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ანულირება სწორი იყო

ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული მიშელის დოკუმენტი დამატებითი პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ანულირება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ერთადერთი, რისი ნიშანიც და დასტურიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა, არის ის, რომ ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული მიშელის დოკუმენტი დამატებითი პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ანულირება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.