შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია და „ენჯეოები“ არ შემოდიოდნენ შინაარსობრივ დისკუსიაში, არც ცოდნა, არც ქვეყნის სიყვარული არ ყოფნით მსჯელობისთვის, ამიტომ სიგნალს უცხოეთიდან ელოდებიან
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია და „ენჯეოები“ არ შემოდიოდნენ შინაარსობრივ დისკუსიაში, არც ცოდნა, არც ქვეყნის სიყვარული არ ყოფნით მსჯელობისთვის, ამიტომ სიგნალს უცხოეთიდან ელოდებიან

„ენჯეოებს“, ოპოზიციასა თუ უცხოელ აქტორებს შინაარსობრივ დისკუსიას ვთავაზობდით, ამის ნაცვლად, მივიღეთ რუსული სტილის პროპაგანდა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება, სუფთა რუსული სტილი დისკუსიის დაბლოკვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ცოტა იმედის მომცემია, რომ ორი თვის თავზე, მას შემდეგ, რაც პროექტი დაინიცირდა, გამოითქვა სურვილი შინაარსობრივი დისკუსიის“. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სიძლიერეა, რომ არასდროს გაურბის შინაარსობრივ დისკუსიას.

„აქამდე ამას ვამბობდით და ვიხვეწებოდით, ყველას, იქნებოდა ეს „ენჯეო“, ოპოზიცია თუ უცხოელი აქტორები, შინაარსობრივ დისკუსიას ვთავაზობდით. ამის ნაცვლად, მივიღეთ რუსული სტილის პროპაგანდა ამ კანონის წინააღმდეგ, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება, სუფთა რუსული სტილი დისკუსიის დაბლოკვის.  ნაცვლად ევროპული მიდგომისა, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი დისკუსია, იყო სლოგანებით და ლოზუნგებით საუბარი, დაბლოკვა და აკრძალვა მსჯელობის. ახლა თუკი ვინმეს აქვს სურვილი, კი ბატონო. ჩვენი, „ქართული ოცნების“ მთელი სიძლიერე არის შემდეგში, რომ ჩვენ არასდროს გავურბივართ შინაარსობრივ დისკუსიას. თქვენ გახსოვთ, როდესაც ეს პროექტი დაინიცირდა, ოპოზიცია და „ენჯეოები“ ამბობდნენ, არ შევიდეთ შინაარსობრივ დისკუსიაში, ვინაიდან ეს არის „ქართული ოცნების“ ველი. ძალიან კარგად იციან, სადაც შემოვლენ შინაარსობრივ დისკუსიაში, იქ მათ არც ცოდნა, არც კომპეტენცია, არც ქვეყნის სიყვარული არ ყოფნით, ამ თემაზე იმსჯელონ. ამიტომ იყურებიან, სიგნალს ელოდებიან უცხოეთიდან. როგორც კი მიიღებენ რაიმე განცხადებას, ეს არის მათთვის სიგნალი, გამოვარდნენ და დაიწყონ ყვირილი საქართველოს პარლამენტში. ამას ვხედავდით ჩვენ ოპოზიციის მხრიდან. აყვირდებოდნენ განცხადების მიხედვით. ვისაც უნდა შინაარსზე საუბარი, ვისაუბროთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.