შალვა პაპუაშვილი - გვინდა, ყველას მივცეთ შანსი, თუმცა ოპოზიციის გადასაწყვეტია, დაბრუნდებიან თუ არა დემოკრატიის კალაპოტში
შალვა პაპუაშვილი - გვინდა, ყველას მივცეთ შანსი, თუმცა ოპოზიციის გადასაწყვეტია, დაბრუნდებიან თუ არა დემოკრატიის კალაპოტში

ჩვენ ვაცხადებდით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მრავალი საშუალება, ოპოზიციის მხრიდან ამ დესტრუქციულ ქმედებას უპასუხოს. ღიადაც ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტების რიგებში არიან ადამიანები,  რომლებსაც სურთ შემოსვლა და გარკვეული მიზეზების გამო როგორც ჩანს, თავს იკავებენ. გვინდა, ყველას მივცეთ შანსი,  – ასე განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის საქმიანობას ევროსაბჭოც დესტრუქციულად აფასებს.

„ეს რომ დესტრუქცია არის, არა მხოლოდ ჩვენი შეფასებაა, არამედ ევროსაბჭოს ოფიციალური შეფასებაც, რომ ეს არის ძირისგამონთხრელი საქმიანობა ჩვენი ოპოზიციის მხრიდან. დღეს თქვენ მოისმინეთ, თუ რა არის ჩვენი პასუხი ამ საქმიანობის წინააღმდედ. ღიადაც ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტების რიგებში არიან ადამიანები,  რომლებსაც სურთ შემოსვლა და გარკვეული მიზეზების გამო როგორც ჩანს, თავს იკავებენ. ჩვენ გვინდა, ყველას მივცეთ შანსი და უპირველეს ყოვლისა, შანსი მივცეთ ქართულ ამომრჩეველს, რომ ისინი არ დარჩნენ მანდატის და წარმონადგენლის გარეშე პარლამენტში.

ჩვენ არავის არანაირ დროს არ ვაძლევთ. ეს იყო პასუხი მათი დესტრუქციული ქმედების მიმართ. მათ დრო მისცეს მათმა ამომრჩეველმა, რათა მიიღონ მანდატი და საკუთარი ამომრჩევლები მოსთხოვენ მაგ პასუხს, თუკი ამ დროს ვერ გამოიყენებენ. ამითი დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი პროცედურული შესაძლებლობა. დღეს ერთ-ერთ ასეთ შესაძლებლობას ჩვენ გამოვიყენებთ, სხვა შესაძლებლობებიც რა თქმა უნდა, გვაქვს. ოპოზიციის გადასაწყვეტია, დაბრუნდებიან თუ არა ისინი დემოკრატიის კალაპოტში, დღეს ისინი იმყოფებიან დემოკრატიული პროცესების მიღმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.