შალვა პაპუაშვილი - ომის დაწყების თარიღებით მანიპულირების მცდელობები არის ყურადღების გადასატანად კითხვიდან, რატომ დაიწყო ომი
შალვა პაპუაშვილი - ომის დაწყების თარიღებით მანიპულირების მცდელობები არის ყურადღების გადასატანად კითხვიდან, რატომ დაიწყო ომი

„ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის უცხოურ მისიებსაც, გარკვეულ პერიოდამდე 8 აგვისტო ჰქონდათ მონიშნული, როგორც აგვისტოს ომთან დაკავშირებული ღონისძიების დღე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კალენდარი 2015 წელს შეიცვალა.

„სხვა წელს ზოგიერთმა საელჩომ შეცვალა თავისი კალენდარი და სხვანაირად გადააკეთეს. რატომ? სინამდვილეში, მთავარი კითხვა არის არა ის, როდის დაიწყო ომი, არამედ რატომ დაიწყო ომი. სწორედ ამ კითხვიდან ყურადღების გადასატანად არის თარიღებით მანიპულირების მცდელობები.

ამას აქვს მეორე დატვირთვაც, საზოგადოების გახლეჩვა. ეს არის ზუსტად იგივე, რაც უნდათ, როდესაც საუბრობენ, რომ შობა უნდა აღინიშნოს 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს. ზუსტად ეს არის, როდესაც საუბრობენ, ფაშიზმზე გამარჯვება უნდა აღინიშნოს 8 მაისს თუ 9 მაისს. 9 მაისს ევროკავშირმა ჩაატარა ღონისძიება – ევროპის დღე და ერთი სიტყვითაც არ ახსენეს ქართველების წვლილი ფაშიზმის დამარცხებაში. 9 მაისი გაატარეს ჩუმად ისე, არც კი ახსენეს, რომ საქართველოს შეტანილი აქვს უდიდესი წვლილი, ვიდრე ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას. ზუსტად ეს არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.