შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის – სტორტინგის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტების კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

„შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ნორვეგიის მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისთვის და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.