შალვა პაპუაშვილი - ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ, ქართველი ამას ადეკვატურად შეხვდება
შალვა პაპუაშვილი - ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ, ქართველი ამას ადეკვატურად შეხვდება

ვხედავთ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს და მათი მეორე დონის ეშალონს – ვაშაძისა და სხვების სახით. მათგან ყოველ ჯერზე არეულობის, სისხლისღვრის დაანონსებას შეჩვეული ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ“.

„4 ოქტომბერსაც ასე აანონსებდნენ ხელისუფლების დამხობას. სამწუხაროდ, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა და გვერდით დაუდგა მათ, ვისაც საქართველოში ნეპალის მოწყობა ჰქონდათ დაანონსებული. ბრიუსელიდან მხარდაჭერით შეგულიანებულებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება სცადეს და ქართულ საზოგადოებასთან კიდევ ერთხელ დამარცხდნენ. ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ. ვხედავთ, სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას რეინკარნირებული კრიმინალური რეჟიმის ალიანსი როგორ ცდილობს, ქვეყანა ისევ დააზიანოს. ვფიქრობ, ქართველი ადეკვატურად შეხვდება. რა თქმა უნდა, რამდენიმე „აკაცუკი“ იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.