შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია თუ გირაოს გადახდას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად, არასერიოზულია ეს დამოკიდებულება
შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია თუ გირაოს გადახდას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად, არასერიოზულია ეს დამოკიდებულება

ნიკა მელიამაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომაც“ გააცნობიერეს, რომ დამარცხდნენ, მათი დაესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხდა, ეს არის აგონია, მცდელობა, იქნებ რამენაირად ჩაშალონ შეთანხმება, ამ შეთანხმების შესრულება არ ჩაიშლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უკვე დიდი ხანია, ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოს“ საერთოდ გასულნი არიან ყოველგვარი რაციონალური და რაიმე ასეთი დამოკიდებულებისგან. ვნახეთ, რომ ჩაეშალათ დესტრუქციის მთელი მცდელობა, შედგა შეთანხმება შარლ მიშელის ინიციატივით. ახლა ცდილობენ, რამეინაირად ჩაშალონ ამ შეთანხმების ასრულება. სწორედ ამის ნაწილია დღეს ეს განცხადებაც. თუკი ევროკავშირის გირაოს თანხმდება, თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს, ვერ ვხვდები, მაგალითად. არ ვიცი, ამაზე პასუხი ჰქონდა ვინმეს – თუკი თანახმაა, გირაოთი გამოვიდეს, რაღატო ელოდება, ევროკავშირმა გადაიხადოს გირაო, თავად გადაიხადოს. ვფიქრობ, რომ როცა ნიკა მელია ამბობს, რომ თანხმდება გირაოს, ეს აღიარებაა, ის რომ ამბობდა, არ გადავიხდიო, არ იყო სწორი. რა დამოკიდებულებაა, თუკი გირაოს გადახდას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად. მისთვის ხომ პრინციპი ის იყო, რომ არ უნდოდა, მათ შორის ახლა, გუშინდელი პოზიციაც ეს იყო, რომ მას არ უნდოდა სხვა რაღაცის ფასად გამოსვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ახლა ამბობს, ევროკავშირის ფული თუ იქნება, მაშინ გამოვა და თუ მისი ფული იქნება, არ გამოვა. უკვე არასერიოზულია ეს დამოკიდებულება. საქმე ისაა, რომ მანაც, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და „ევროპულმა საქართველომაც“ გააცნობიერეს, რომ დამარცხდნენ და მათი დაესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხდა. ეს ყველაფერი არის აგონია, მცდელობა, რომ იქნებ რამენაირად ჩაშალონ შეთანხმება. ამ შეთანხმების შესრულება არ ჩაიშლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელია დღეს ციხიდან განცხადება გაავრცელა. მელია ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს, გაიწვიონ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს გადახდას დაეთანხმება.