შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, რუსეთისთვის მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, რუსეთისთვის მიუღებელია

გასაგებია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, რუსეთისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებათა 52-რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო კურსს ქართველი ხალხი და მთავრობა განსაზღვრავს.

„რაც შეეხება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს საგარეო კურსს განსაზღვრავს ქართველი ხალხი, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა. ეს კურსი განსაზღვრულია მათ შორის კონსტიტუციითაც. შესაბამისად, ჩვენი, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი იყოს მისი უსაფრთხოების მისწრაფებები, რა სტრუქტურებში უნდა გაერთიანდეს და ა.შ.

რუსეთი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპანტი. გასაგებია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, მისთვის მიუღებელია, მაგრამ ჩვენ ამოვდივართ ჩვენი დღის წესრიგიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი