შალვა პაპუაშვილი – ნებისმიერი მცდელობა, რომ ქართველ ხალხს ფოჩიანი კანფეტები შესთავაზონ და სანაცვლოდ ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი ათქმევინონ, განწირულია კრახისთვის

12:14, 27.09.2026

ჩვენ 2024 წელს ვსაუბრობდით „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე, რომელიც გულისხობს ღირსებით ევროპისკენ სვლას, ამაში იგულისხმება, აფხაზეთით და ცხინვალის რეგიონით ევროპაში, ჩვენი ქვეყნის მტრების მიზანია, რომელთა იდეებსაც ახლა აჟღერებს სააკაშვილი, გვარამია, ჩერგოლეიშვილი, ბარამიძე და სხვები, ევროპისკენ ნებისმიერ ფასად, მათ შორის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს თავად აქვს მოყოლილი, რომ 2008 წლის ომამადე, მან საიდუმლო წერილი მისწერა მედვედევს, სადაც აფხაზეთის გაყოფას სთავაზობდა.

„ეს იყო ის პოლიტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორული რეჟიმი ახორციელებდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე გაეხსნათ სხვა პერსპექტივები. არანაირი გზა და მიმართულება, არანაირი ევროკავშირი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ხარჯზე არ არსებობს ქართველი ხალხისთვის, 78-ე მუხლამდე არის ბევრი მუხლი და მთავარი მუხლი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ასე რომ, ნებისმიერი მცდელობა, რომ დღეს ქართველ ხალხს ფოჩიანი კანფეტები შესთავაზონ და ამის სანაცვლოდ ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი ათქმევინონ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი