შალვა პაპუაშვილი – ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ნატო-ს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს და წერს, რომ ყველა სიტყვას ეთანხმება, რომელიც სამიტამდე დაწერა.
„ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“, – წერს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სამიტამდე ერთი დღით ადრე „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მათ შორის აღნიშნა რომ საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს.
After the NATO Vilnius Summit, I stand by every word I wrote before its start. https://t.co/WiV9djVl5e
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) July 12, 2023